ინტერნეტ-ჰაიტერების ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლის ირგვლივ ატეხილი სკანდალი, სოციალურ ქსელების მომხმარებლებმა გამოიწვიეს.
პორტალი forumdaily.com-ის წყაროს ცნობით, ინტერნეტ-მომხმარებლები ავრველებენ ინფორმაციას, რომ მეგანი, ორსულობის იმიტაციას აკეთებს - მათი ვარაუდით, ჰერცოგინია, ხელოვნურ მუცელს ატარებს.
შგახსენებთ, რომ მეგანის ორსულობასთან დაკავშირებით, განცხადება, ბუკინგემის სასახლემ, 2018 წლის ოქტომბერში გაავრცელა. სასახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, წყვილს შვილი, 2019 წლის გაზაფხულზე შეეძინება.
მისი სამეფო უდიდებულესობა აფასებს მხარდაჭერას, რასაც დაქორწინების შემდეგ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მცხოვრები ხალხისგან იღებს და მოხარულია, სიახლე ყველას გაუზიაროს. დედოფალი, ედინბურგის ჰერცოგი, უელსის პრინცი, კორნვოლის ჰერცოგინია, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ახალი ამბით აღტაცებულები არიან და საშუალება მიეცათ, პარასკევს, ქორწილის დროს წყვილისთვის პირადად მიელოცათ. ინფორმაციით ასევე, ძალიან გახარებულია ქალბატონი დორია რეგლანდი და მოუთმენლად ელოდება, პირველი შვილიშვილის დაბადებას“ - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
სოციალური ქსელი ტვიტერის მომხმარებლები, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, 37 წლის მეგანი, ფეხმძიმედ არ არის.
მეგანის თაყვანისმცემლების ნაწილი აცხადებს, რომ ჰერცოგინიას, მუცელი გაეზარდა და მალე პატარას ელოდება. ნაწილი კი, კენსინგტონის სასახლეში მისვლას და პრინცის თვალწინ, მატყუარა მეგანის, ხელოვნურ მუცელზე შეხებას გეგმავენ.
ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტად, ჰერცოგინიას ამჟამინდელ ფოტოებს განიხილავენ და ამბობენ, რომ შეუძლებელია, ორსულობის მე-6 თვეში, ამ სახის ფოტოკოლაჟი, სადაც თუნდაც ერთ-ერთ ფოტოზე, დახრილ მდგომარეობაში, ძაღლს ეფერება.
ინტერნეტ-მოხმარებლები, ასევე აღნიშნავენ, რომ მეგანი, კოლგოტებს არ ატარებს, რაც ამ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონისთვის, ინგლისის ცივ ზამთარში, აუცილებელია.
ორსული მეგანის ბრწყინვალე გარეგნობა - სრულიად რეალურია! - სასექსის ჰერცოგინია, შესანიშნავად გამოიყურება - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მეგანმა განაცხადა, რომ ორსულობის მე-6 თვეშია და აპრილის ბოლოს, შვილს ელოდება. ჰერცოგინია, ბავშვის სქესს, არ ასაჯაროვებს და სიურპრიზად იტოვებს. ამბობს, რომ არ იცის და ამიტომ ბავშვის ოთახი, ნეიტრალურ ფერებში გააფორმა.
იხ. ფოტოკოლაჟი: