შარტავაზე ყვითელი ავტობუსის კონდუქტორი დაშავდა - გამოძახებულია სასწრაფო

11:00 01-30-2019
653
თეგები: ავტობუსი

შარტავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ, #14 -ის ყვითელი ავტობუსის კონდუქტორი დაშავდა.

როგორც "პრაიმტაიმს" სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, დაშავების მიზეზი ავტობუსის მკვეთრი დამუხრუჭება გახდა.

"ამ დროისთვის გამოძახებულია სასწრაფო, მგზავრები არ დაზიანებულან. როგორც კი აღმოიფხვრება პრობლემა, გაირკვევა რამდენად სერიოზული დაზიანებაა, ავტობუსი განაგრძობს ჩვეული მარშრუტით მოძრაობას", - განაცხადეს კომპანიაში.