"იორმუღანლოში ისევ მოიტაცეს 18 წლის გოგო. 2 დღეა ეძებს ოჯახი..." - ბაია პატარაია

11:11 01-30-2019
279

უფლებადამცველი ბაია პატარაია აცხადებს, რომ სოფელ იორმუნღანლოში 18 წლის გოგო მოიტაცეს, რომელსაც ოჯახი 2 დღეა ეძებს.

"სოფელ იორმუღანლოში ისევ მოიტაცეს 18 წლის გოგო. 2 დღეა ეძებს ოჯახი. უშედეგოდ. მე მაინტერესებს, ტერორისტებს რომ მოეტაცებინათ ვინმე, იმასაც ვერ იპოვნიდა პოლიცია 2 დღეს, თუ გვეცოდინებოდა, რომ მაქსიმუმ მარნეულში ან კახეთში ჰყავთ ერთი პირის ნათესავებთან ან ახლობლებთან? განა ასეთი ძნელია იპოვნო ადამიანი, რომლის ადგილსამყოფელი მინიმუმ 10 კაცმა მაინც იცის 20-მა თუ არა?

აზერბაიჯანელი გოგოების მიმართ გამოჩენილი სახელმწიფოს გულგრილობა დისკრიმინაცია და მეტი არაფერი.

პ.ს. ოჯახი თანახმაა ინტერვიუების მიცემაზე. გთხოვთ, გააშუქოთ. იქნებ საჯაროობამ მაინც აიძულოს სამართალდამცავებს მუშაობა", - წერს ბაია პატარაია.