მოსახლეობის 71 %-მა არ იცის პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა - NDI

11:25 01-30-2019
32

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 71 %-მა არ იცის პარლამენტში მათი მაჟორიტარი ვინაა.

შესაბამის კითხვაზე, დაესახელებინათ საკუთაირ მაჟორიტარი გამოკითხულთა 62-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის, 9 პროცენტმა კი ამ კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა.

კვლევის მიხედვით, გმაოკითხულთა მხოლოდ 28 %-მა შეძლო მათი მაჟორიტარის ვინაობა სწორად დაესაელებინათ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC–საქართველო მედიის 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 2.1 პროცენტს შეადგენს.