ბიონსე, "Maria Escote"-ს ჩვენებაზე, მარგალიტის ქვებით გაწყობილ მაღალყელიან ბოტფორდებში, ნახვრედშიშველი პოზირებდა (ვიდეორგოლი)

12:15 01-30-2019
358

პოპულარული ამერიკელი მომღერალი ბიონსე, რამდენიმე დღის წინ, ესპანური ბრენდის Maria Escote-ს ჩვენებაზე, სექსუალურ და ნახევრად შიშველ სამოსში პოზირებდა. 

3 შვილის დედა, 37 წლის მომღერალი, ინსტაგრამზე, საკუთარი ფოტოსესიის, შემოდგომა-ზამთრის კოლექციის, მოდურ ლუქებს აქვეყნებს. 

მსახიობი, მარგალიტის ქვებით გაწყობილ, ტანზე მომდგარი, ხავერდის ქსოვილის კაბა-ბლეიზერით და მაღალყელიანი ბოტფორდებით, Chanel-ის ბრენდის, ოქროსფერი დეტალებით გაწყობილი, თეთრი ფერის ჩანთით, მოშიშვლებული მკერდით პოზირებდა. ფოტოს ინსტაგრამზე 3 235 833 მოწონება აქვს.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს, აშშ-ში, კერძოდ ლოს-ანჟელესში, კინომსახიობთა ყოველწლიური გილდიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე კატრინ ზეტა-ჯონსი, მარგო რობი და ლედი გაგა, ღრმა დეკოლტეთი პოზირებდნენ. 

 

იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი:  

ავტორი: რუსა ღვანიძე