კორუფცია, მექრთამეობა, არაგამჭირვალე ტენდერები დაბრუნდა - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი NDI-ს კვლევას.
"არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ იყო და პირველმა ტურმა რეალურად აჩვენა, თუ რა სურათი აქვთ დღეს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში. დღევანდელი კვლევის მთავარი მიგნება არის კორუფცია რომელიც ხალხს ძალიან აწუხებს. კორუფცია, მექრთამეობა, არაგამჭირვალე ტენდერები დაბრუნდა მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურებში, იმ დაწესებულებებში რომლებიც ხარჯავენ ხალხის ფულს სულ უფრო მეტი შემთხვევა ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი კორუფციისა სახელმწიფო სტრუქტურებში და ეს ხალხს ძალიან აწუხებს. ერთი სიტყვით კორუფცია როგორც უმწვავესი პრობლემა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სამწუხაროდ დაბრუნდ", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.