რუსეთი მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ სახელდება

13:07 01-30-2019
671

მსოფლიო საფრთხეების შეფასების 2019 წლის ანგარიშში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ სახელდება.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ კიბერ ჯაშუშობითა და კიბერ თავდასხმებით, მოსკოვი საფრთხეს წარმოადგენს როგორც ამერიკის შეერტებული შტატებისთვის, ასევე მისი მოკავშირე ქვეყნებისთვის.

„მოსკოვი კვლავ დიდი შესაძლებლობების მქონე და ეფექტური მოწინააღმდეგეა. იგი თავისი პოლიტიკური და სამხედრო ამოცანების მისაღწევად იყენებს კიბერ ჯაშუშობას, კიბერ თავდასხმებსა და გავლენებს. ამჟამად რუსეთი დგამს კიბერ თავდასხმების ისეთ საშუალებებსდ, რომლითაც შეძლებს, კრიზისის დროს, ზიანი მიაყენოს აშშ-ს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას. რუსული დაზვერვა და უსაფრთხოების სამსახური განაგრძობენ აშშ-ს ინფორმაციულ სისტემებზე, ასევე „ნატოს“ ქსელებზე თავდასხმას. მათ სურთ ტექნიკური ინფორმაციის, სამხედრო გეგმებისა და სამთავრობო პოლიტიკების შინაარსის მოპოვება,“- წერია ანგარიშში.

დოკუმენტი ანალოგიურ საფრთხედ ასახელებს ირანსაც, რომელიც რუსეთის მოკავშირეა.

ანგარიშში მსოფლიოს კიდევ ერთ საფრთხედ ჩრდილოეთ კორეა სახელდება. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად დონალდ ტრამპის ადმინისტრციის მიერ მიღწეული პროგრესისა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ფხენიანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა არ შეწყვიტოს.

ავტორი: მარიამ გიგანი