ნაომი კემპბელი პაემანზე, 23 წლით უმცროს მამაკაცთან ერთად დააფიქსირეს - ვინ არის "შავი პანტერას" ახალი შეყვარებული (ვიდეორგოლი)

15:04 01-30-2019
743

დასავლური წყაროს ინფორმაციით, 48 წლის სუპერმოდელი ნაომი კემპბელი, 25 წლის ინგლისელი მომღერალი ლიამ პეინი, რომელიც One Direction-ის ყოფილი წევრია, ერთად დააფიქსირეს. ლიამი, ტოპ-მოდელზე, 23 წლით უმცროსია.

DailyMail-ის ინფორმაციით, წყვლი ლონდონში კლუბ 02-ში, ნიგერიელი მომღერლის Davido-ს კონცერტზე დააფიქსირეს. ღონისზიების დასრულების შემდეგ, მათ დარბაზი, კლუბის თანამშრომლების შესავლელი კარის საშუალებით დატოვეს, რის შემდეგაც ნაომი და ლიამი, Range Rover-ის ფირმის მწვანე ავტომობილში ჩასხდნენ - ჩანდა, რომ ისინი, ერთმანეთს ეამბორებოდნენ.  

ფაქტია, რომ ლიამი, ღიად ეარშიყება მოდელს, რომელიც შავი პანტერას სახელით არის ცნობილი - რამდენიმე ხნის წინ, ლიამმა, ინსტაგრამზე კოცნის გამომხატველი სმაილი გაუგზავნა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ლიამი, 35 წლის შერილ კოულს გაეყარა, რომელმაც 2017 წელს, ვაჟიშვილი ბეარი გაუჩინა.

სავარაუდოდ, ნაომი რეპერ სკეპტას დაშორდა, თუმცა წყვილი, 2 კვირის წინ, პარიზში Louis Vuitton-ის ჩვენებაზე, ერთად დააფიქსირეს.

იხ. ვიდეორგოლები და ფოტოკოლაჟი:

 
ავტორი: რუსა ღვანიძე