"გული დამწყდა, რომ კითხვებში არ იყო გაერთიანებული ოპოზიცია"- ვაშაძე NDI-ის კვლევაზე

15:57 01-30-2019
103

"რა შედეგებიც აჩვენა NDI-ის კვლევამ , სერიოზული საფიქრალი და სერიოზული განსჯის საგანი მიეცა მთელ პოლიტიკურ სპექტრს,"- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სრულ ნდობას უცხადებას აღნიშნულ კვლევას.

"გამომდინარე იქიდან რა ავტორიტეტიც აქვს ამ ორგანიზაციას, მის შედეგებს სრულიად ვენდობი. 

რა შედეგებიც აჩვენა ამ კვლევამ , სერიოზული საფიქრალი და სერიოზული განსჯის საგანი მიეცა მთელ პოლიტიკურ სპექტრს. გული დამწყდა, რომ კითხვებში არ იყო გაერთიანებული ოპოზიცია და "ნაციონალური მოძრაობა" იყო შეყვანილი ცალკე, თუმცა ყველა ვინც პოლიტიკით არის დაკავშირებული გეტყვით, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, არა მარტო, არნახულ შედეგს მიაღწია არჩევნებში, არამედ სტრუქტურულად გაერთიანება დაიწყო,-აღნიშნა ვაშაძემ.