"თიხის მეფედ“ აღიარებული რაფაელ ნადალი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება - ვინ არის, მსოფლიოს მეორე ჩოგანის რჩეული

16:46 01-30-2019
328

მსოფლიოს მეორე ჩოგანის, რაფაელ ნადალის და მისი რჩეულის, ქორწილის ცერემონიის შესახებ ინფორმაცია, ესპანურმა პორტალმა HOLA!-მ, რამდენიმე ხნის წინ გაავრცელა.

ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რომელიც თიხის საფარის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად და თიხის მეფედ“ არის აღიარებული, 14 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, დაქორწინება გადაწყვიტა და როგორც ცნობილია, ცერემონიისთვის ემზადება. მისი რჩეული, მარია ფრანჩისკო პერელოა, რომელსაც ჩემპიონმა, გასული წლის მაისში, იტალიაში, ხელი სთხოვა. მარია, ჰისკა პერელოს სახელით არის ცნობილი. 

ცერემონია, 2019 წლის შემოდგომაზე, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე, კუნძულ მაიორკაზე გაიმართება. რომელიც სავარაუდოდ, წლის საუკეთესო ქორწილის ცერემონიად იქნება აღიარებული.  

ცნობილია, რომ 33 წლის რაფაელის რჩეული, 30 წლის ჰისკა პერელო, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში, ჩოგბურთელის ფონდის “Rafa Nadal Foundation-ის პროექტის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ წყვილი, პირად ურთიერთობებზე, ღიად არ საუბრობს. ამის გამო, ცნობილი წყვილის საიყვარულო ისტორია, ძირითადად, სანდო წყაროების ინფორმაციებზე დაყრდნობით ვრცელდება - ცნობილია, რომ ნადალიმ და ჰისკამ, ერთმანეთი, დიდი ხნის წინ გაიცნეს. 2005 წლიდან კი, შეყვარებულ წყვილად ითვლებიან. 

იხ. ფოტოები: 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე