მიუხედავად იმისა, რომ ეკასთან მე სერიოზული პრეტენზიები მაქვს, მზად ვარ, დავივიწყო წარსული და სოლიდარული ვარ მის მიმართ,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკასთან მე სერიოზული პრეტენზიები მაქვს, მზად ვარ, დავივიწყო წარსული და სოლიდარული ვარ მის მიმართ, თანავუგრძნობ და ვუსურვებ მხნეობას. კარგია რომ მხნედ არის და უცბად არ ჩაიფუშა, როგორც ზოგზოგიერთები,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი ბესელიას შეცდომაზე საუბრობს და ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ბესელიას წინდაუხედაობამ გამოწვია.
თავდაპირველად რომ გავრცელდა კადრები და დაიჭირეს რამდენიმე პირი, ბესელია თავდებში დაუდგა იმ ხალხს, ლამის სარეკომენდაციო წერილები დაუწერა, რომ ის ხალხი გამოეშვათ . ეკას რომ მაშინ ეს არ გაეკეთებინა და ის ადამიანები მაშინ დასჯილიყვნენ, შესაძლოა, დღეს ეს არ მომხდარიყო, ეს არის მისი შეცდომა.
თუ სხვის სეცდომებზე ვერ ისწავლა თავის დროზე, საკუთარ შეცდომებზე მაინც ესწავლა, რატომ დაადგა ფეხი მეორედ ნაღმზე? არ შეიძლებოდა იმ ადამიანების დაუსჯელობა. მაშინ ისინი რომ დასჯილიყვნენ, ვერავინ გაბედავდა ამ კადრების გავრცელებას,- აღნიშნა გია ხუხაშვილმა.