ვინ არის 18 წლის ქართველი ლამაზმანი, რომელიც იტალიური "Vanity Fair Italia"-ის და "Vogue“-ს ფოტოსესიაზე პოზირებდა (ფოტოკოლაჟი)

13:13 01-31-2019
2184

ახალგაზრდა ქართველი ლამაზმანი, ეთო მიგრიაული, განსხვავებული გარეგნობით, სამოდელო სააგენტოს ჯეომოდელსის მოდელი გახლავთ, რომლის დამფუძნებელია, ცნობილი მოდელი თაკო ჩხეიძე. 

სააგენტო Geomodels Agency-ის ინფორმაციით, 18 წლის ეთო მიგრიაული, 3 დღის წინ, მილანში იმყოფებოდა, სადაც მოდელი, იტალიური ჟურნალის Vanity Fair Italia და Vogue ფოტოსესიაში მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისში, ეთო მიგრიაული, პარიზში, ფრანგული ბრენდის, Claudie Pierlot-ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებებზე პოზირებდა. რის შემდეგაც შემდეგაც, მიწვეული იქნა მილანის იტალიური Vogue-ს გადაღებაზე.  მოდელი პარიზში, Gentlemonster official-ის უახლეს სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს.

მოხარულები ვართ, გამცნოთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ტოპ-გოგონა, ეთო მიგრიაული, უკვე მილანში იმყოფება, ბრეივ მოდელსის კონტრაქტით! - წერენ Brave Model Management-ის ოფიციალურ გვერდზე.

18 წლის მოდელი, რამდენიმე დღის წინ, მილანში იმყოფებოდა, სადაც იტალიური ჟურნალის Vanity Fair და Vogue“ ფოტოსესიაზე პოზირებდა.  

ამჟამად, ეთო მიგრიაული, პარიზში იმყოფება, სადაც მოდელი, ფრანგული ბრენდის Claudie Pierlot, სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიაზე მიიღებს მონაწილეობას.

იხ. ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე