იაშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ, რომ მათთან სასმელი წყლით მოწამლული პაციენტები შეიყვანეს

15:26 01-31-2019
1021

"ონკანის წყალი არ დალიოთ. იაშვილის კლინიკაში მოწამვლის დიაგნოზით ხალხი გადაყავთ, წყალში კანალიზაციამ გაჟონა", - მსგავსი შინაარსის ტექსტები უკვე მრავლადაა სოციალურ ქსელში.

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა იაშვილის კლინიკას, სადაც გვითხრეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, სასმელ წყალში ფეკალიები გავრცელდა და ონკანიდან წყლის დალევა სამი დღის განმავლობაში საშიშია, "პრაიმტაიმთან" საუბარში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" დეზინოფორმაციას უწოდებენ.