რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის ჩცდ-ის მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი შეყვარებულები არიან.
შეყვარებული წყვილი, ურთიერთობას არ მალავს და ხშირად, სოციალურ ქსელში, ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
სერიალის ჩემი ცოლის დაქალები ერთ-ერთი პერსონაჟი, ანი ბებია, რომელიც ფილმში, აფთიაქის თანამშრომლის როლს ასრულებს, ილო ბეროშვილის გმირს, შავლეგო მადლიანს შეუყვარდება, თუმცა მათი სასიყვარულო რომანი, მაყურებლის დიდი მოლოდინის მიუხედავად, აღარ განვითარდა.
ინფორმაცია, ანის და ილოს რომანის შესახებ, სწორედ, ამ სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი.
რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთმა სააგენტომ, გაავრცელა ინფორმაცია, წყვილის დაქორწინების შესახებ, რაც მსახიობმა, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააზიარა და ილო ბეროშვილს, კითხვით მიმართა:
მე არ ვიცოდი და შენ?“ - წერს ანი.
ილო ბეროშვილი, ანის პოსტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში, ფოტოკოლაჟი და პოსტი, თავადაც გამოაქვეყნა:
თაფლობის თვე კუსტბაზე - წერს ილო ბეროშვილი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა, უნიჭიერესი და ულამაზესი მსახიობი, ანი ბებია, ცოტა ხნის წინ ფორმულა კრეატივის“ ახალ სერიალში – ხელოვნურ სუნთქვაში“ გამოჩნდა, რომელიც თორნიკე გოგრიჭიანს უწევდა პარტნიორობას.
იხ. ფოტოკოლაჟი: