დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მემკვიდრე, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი, ყველაზე რომანტიკულ დღესასწაულს, ერთად არ აღნიშნავენ. სავარაუდოდ, წყვილი დღესასწაულს, სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდება.
კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, 14 თებერვალს, პრინცი ჰარი ნორვეგიაში მიემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ჰარი, დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტში მსახურობდა, რომელმაც 2017 წელს, გენერალ-კაპიტნის წოდება მიიღო. სწორედ ამის გამო, პრინცი, ზამთრის ყოველწლიურ სასწავლო კურსებზე - Exercise Clockwork დასასწრებად, ნორვეგიაში მიემგზავრება. ცნობილია, რომ ზამთრის სასწავლო კურსები, რომელიც 1969 წელს დაარსდა და სწავლის პროცესი, საკმაოდ რთულ ვითარებაში მიმდინარეობს, დაარსებიდან დღემდე, 16000-ზე მეტმა მეზღვაურმა გაიარა.
სააგენტო elle.ru-ს წყაროს ცნობით, მეგან მარკლი, ჰარისგან განსხვავებით, ლონდონში რჩება - ცივი თებერვლის ნორვეგია, არც ისე კარგი ადგილია, ფეხმძიმე ჰერცოგინიასთვის, რომელიც უკვე ორსულობის მე-6 თვეშია.
სამაგიეროდ, სასექსის ჰერცოგები, 1 თებერვალს, ბრისტოლში დაგეგმილი ვიზიტის დროს და 7 თებერვალს ლონდონში Endeavour Fund -ის დაჯილდოების ცერემონიაზე, Draper’s Hall-ში ერთად გამოჩნდებიან.
იხ. ფოტოკოლაჟი: