თბილისში პეკინის 30-ში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, აუფეთქდა ქურა.
როგორც შსს-ში "პრაიმტაიმთან" აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო. ერთ დაშავებულს, რომელსაც სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ მიუღია, ადგილზე ჩაუტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილია საავადმყოფოში. მომხდარის შედეგად სხვა მოქალაქეების დაშავების, ან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის.