კანადელი რეპერი Drake, რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჟელესში, სწრაფი კვების ერთ-ერთ რესტორანში, პირადი დაცვის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
საინფორმაციო სააგენტო popcornnews-ის ცნობით, ცნობილი მომღერლის ქველოქმედებამ, რესტორნის თანამშრომლების და სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან, აღშფოთება გამოიწვია - რეპერის მიერ ჩადენილი სიკეთე, ერთ-ერთი პოპულარული თემა გახდა.
რამდენიმე ხნის წინ შევხვდი დრეიკს, მაკდონალდსში. ეს სიგიჟეა... მან, რესტორნის ორ თანამშრომელს, ჩაი 10-10 000 დოლარი დაუტოვა - წერს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი თვითმხილველი.
თუ რას ნიშნავს რეპერისთვის 20 000 დოლარის ჩუქება, ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ცნობილია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, დრეიკი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ჰიპ-ჰოპის მუსიკოსების ხუთეულში მოიხსენება. გასულ წელს, მისი შემოსავალი, 100 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც ჩანს, საშობაო სასწაულები, ჯერ კიდევ გრძელდება. ყოველ შემთხვევაში, რესტორნის ორი მოლარე-თანამშრომელი, არა მარტო მთელ მსოფლიოში ცნობილი, არამედ საკმაოდ კარგი რაოდენობის თანხის, მფლობელი გახდა - კეთილი სანტას როლში, რეპერი დრეიკი მოევლინათ, რომელმაც თითოეულს, 10-10000 დოლარი აჩუქა.
შეგახსენებთ, რომ რეპერისთვის, ამ სახის ქველმოქმედება, პირველი არ არის. მომღერალი, უცნობ ადამიანებს, ხშირად უკეთებს სიურპრიზებს - 2018 წლის თებერვალში, საკუთარი სიმღერა - God’s Plan ჩაწერა - რეპერმა, იმ ადამიანებს, რომლებიც კლიპის გადაღებას ესწრებოდნენ, 1 მილიონი დოლარი, საჩუქრად დაურიგა.
იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: