ბენ აფლეკი "ბეტმენის" როლიდან გაათავისუფლეს! - ვინ იქნება სუპერგმირის შემცვლელი

16:46 02-01-2019
742

რამდენიმე დღის წინ, სტუდია Warner Bros Pictures-მა, გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ბენ აფლეკი, ფილმის ბეტმენის გადაღებებიდან, საბოლოოდ გაათავისუფლეს. მიზეზი, მისი უდიდესი პრობლემა - ალკოჰოლზე დამოკიდებულება გახდა. ჰოლივუდმა,ბეტმენის როლის ახალი შემსრულებლის კასტინგის წევრების სია, გამოაქვეყნეს. სოციალურ ქსელში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 26 წლის მსახიობს, ნიკ ჯონასს, მთავარ როლზე დასამტკიცებლად, ყველაზე დიდი შანსები აქვს. მსახიობობასთან ერთად, ნიკი მუსიკოსიც არის და ამვე დროს, ჯონასმა, ჩოპრასთან გრანდიოზული ქორწილების შემდეგ, დიდი პოპულარულობა მოიპოვა.  ნიკ ჯონასის გარდა,ბეტმენის როლის შემსრულებლების კასტინგზე კიტ ჰარინგტონი, კოლინ ფარელი, რიჩარდ მედენი, ბრედლი კუპერი, ზაკ ეფრონი, ჩენინგ ტატუმი, რაიან გოსლინგი და ედ ვესტვიკი მიიღებენ მონაწილეობას. 

ცნობილია, რომ ბეტმენის ახალი სერიალის პრემიერა, 2021 წელს არის დაგეგმილი, თუმცა აქამდე უცნობია იყო, თუ ვინ შეცვლიდა ბენ აფლეკს, გოთემის მცველის პოსტზე. უკანასკნელ ინტერვიუში, პროექტის რეჟისორმა მეთ რივზმა რამდენიმე დეტალზე ისაუბრა.  სავარაუდოდ, ბნელი რაინდის ახალი ადაპტაცია, ფრენკ მილერის მიერ შექმნილ კომიქსს ბეტმენი: პირველი წელი” დაეყრდნობა. რეჟისორის თქმით წინამორბედი ეკრანიზაციებისგან განსხვავებით, მისი ახალი ბეტმენი დეტექტიურ, უფრო კონკრეტულად კი, ნეო-ნუარულ ჟანრში იქნება გადაწყვეტილი. ასევე, ისტორიის მთხრობელი, თავად ბრიუს უეინი იქნება. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რივზის თქმით, ბეტემენს, ერთზე მეტი მეტოქე ეყოლება. 

შეგახსენებთ, რომ სტუდია Warner Bros Pictures-ის ინფორმაციით, რეჟისორმა მეთ რივზმა, გასულ წელს, ბეტმენის როლისთვის, სატესტო ციფრულ-ვიზუალური მსახიობი შექმნა. საუბარი ჯეიკ ჯილენჰოლზე, ჯეკ ჰიუსტონსა და კიტ ჰარინგტონზე მიმდინარეობდა. თავად, ბენ აფლეკი ამბობდა, რომ მას ჯერ არ გაუკეთებია ის, რაც ამ გმირისთვის სურდა. ბოლო თვეებში კი, ის პირადი პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული (ალკოჰოლიზმი, სარეაბილიტაციო ცენტრი და განქორწინება). ბოლო  ინფორმაციით, ახალი ბეტმენი ჯეკ ოკონელი იქნება.

ჰოლივუდში, დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ წარუმატებლობამ, ფილმის პროდიუსერები, ცვლილებებზე სერიოზულად დააფიქრა. არსებობდა კიდევ ერთი ვერსია, რაც აფლეკის ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობას უკავშირდებოდა – მსახიობი, მალე 45 წლის გახდება, ხოლო ბეტმენის ტრილოგიის სავარაუდო დასრულებისთვის კი, 50-ს იქნება გადაცილებული. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე