მომღერალი, აჩიკო გულედანი დაქორწინდა. მისი რჩეული, 25 წლის მომღერალი გვანცა ჯაფარიძეა. წყვილმა ჯვარი, 2 თებერვალს დაიწერა. ქორწილის ცერემონია, ლისის ტბასთან მდებარე, ივენთ ჰოლში - Lisi Mere აღნიშნა. გვანცა, მუსიკალური პროექტის საქართველოს ვარსკვლავი, ერთ-ერთი მონაწილეა. წარსულში, ის მოდელიც იყო.
პირველად, წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა, თუმცა ეს ამბავი, არ გახმაურდა.
შეგახსენებთ, რომ გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი მეორე. 45 წლის მუსიკოსის ყოფილი მეუღლე კი, ჟურნალისტი, ნინი ბუკიაა. მათ, ქორწინებიდან, ორი შვილი ჰყავთ.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: