კახა კალაძე: მეტროში მოცდის ხანგძლივობა ორწუთნახევრამდე უნდა შემცირდეს

14:11 02-04-2019
377

სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მეტროში ახალი ვაგონების დამატებით მოცდის ხანგრძლივობა ორწუთნახევრამდე უნდა შემცირდეს, 2019 წლის ბოლომდე კი, ავტობუსების პარკის მთლიანად განახლება იგეგმება.

გვინდა, 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად ჩავანაცვლოთ ავტობუსების პარკი, შემოვიყვანოთ ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები. ასევე იგეგმება მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და სადგურების მოწესრიგება, რომელიც მართლაც, ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენი მიზანია, შევამციროთ მოცდის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში, - განაცხადა კახა კალაძემ.

2019 წელს 27 ვაგონის მოდერნიზება იგეგმება.