"I'M NEXT!" - ლევან(ჭოლა) წულაძის და მანანა კოზაკოვას ქალიშვილი დაინიშნა (ფოტოკოლაჟი)

14:34 02-04-2019
3863

რეჟისორი ლევან(ჭოლა) წულაძის და მსახიობის, მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, თინათინ წულაძე, რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

მისი რჩეული, გიორგი კოტეტიშვილია, რომელიც კომპანია Red Bull-ის, სპორტული მენეჯერია. რეჟისორის ქალიშვილი, რომელიც საოცრად ჰგავს დედას, ი. სუხიშვილის და ნ. რამიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეა.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი, წყვილმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თინამ და გიორგიმ ფეისბუქის გვერდზე, ნიშნობის დღის გიფი I'M NEXT!(შემდეგი მე ვარ!) გამოაქვეყნა. 

თინათინ წულაძე და გიორგი კოტეტიშვილი, 31 იანვარს დაინიშნენ. 

ინფორმაცია, ქორწილის ცერემონიის შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.  

 

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე