საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს (ვიდეო)

15:14 02-04-2019
71

საპატრიარქოსთან ციანიდის საქმის ფიგურანტის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოაჯხის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, მიეცეს ზიარების უფლება მატროსოვის ციხეში მყოფ დეკანოზს და დაუყოვნებლივ გათავისულდეს, რადგან მისი ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებიდან ერთი წლის თავზე, 2018 წლის თებერვალში, სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 სექტემბერს მიუსაჯეს.