პარლამენტში 8 თებერვალს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

15:33 02-04-2019
56

პარლამენტში 8 თებერვალს ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. მინისტრი პარლამენტში  „მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება. 

„მინისტრის საათის სახელწოდებით პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კონკრეტული ჩანაწერი გასული წლის იანვარში გაკეთდა. ჩანაწერის თანახმად, საქართველოს მთავრობის თითოეული წევრი ვალდებული იქნება, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, პარლამენტის წინაშე წარდგეს. ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ მინისტრის საათი გულისხმობს, პრემიერ-მინისტრის გარდა, წელიწადში არანაკლებ ერთხელ, მთავრობის ცალკეული წევრის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის შესრულების შესაბამისი კომპონენტის შესახებ მოხსენებით გამოსვლას. ასევე, მოხსენება იმ საკითხებს უნდა შეეხოს, რომლებიც მინისტრის წინაშე აღნიშნული მუხლით დადგენილი წესით დაისმება.

პროექტით, „მინისტრის საათი მთავრობის წევრის სიტყვით გამოსვლით იწყება, რისთვისაც მას 45 წუთი მიეცემა, მთავრობის ცალკეული წევრის გამოსვლის შემდეგ კი, პარლამენტის წევრებს უფლება ექნებათ, მას დამაზუსტებელი კითხვით ერთხელ, არაუმეტეს ორი წუთით მიმართონ 30 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მთავრობის წევრი 30 წუთის განმავლობაში კითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.