საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი წარადგინა

15:41 02-04-2019
43

საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი წარადგინა. უმრავლესობის მიმართვა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაარეგისტრირეს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეკა ბესელია თავმჯდომარეობიდან საკუთარი სურვილოთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდოდატებთან დაკავშირებით  პროტესტის ნიშნად გადადგა.

 

 

 

თორნიკე ხურციძე