შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის იანვარი-ივნისის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთა სუიციდის და თვითმკვლელობის მცდელობის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, 6 თვის განმავლობაში 21 სუიციდის მცდელობის და 4 თვითმკვლელობის ფაქტი გამოვლინდა. რომელთა შორის ყველაზე პატარა, არასრულწლოვანი 11 წლის გოგონა კახეთის რეგიონიდან იყო.
გასულ წელს, 6 თვეში, 14-მა არასრულწლოვანმა გოგონამ სცადა თვითმკვლელობა, 3-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
რაც შეეხება ბიჭებს, ეს რიცხვი 2-ჯერ მცირეა. სტატისტიკის მიხედვით, ბიჭებში 7 სუიციდის მცდელობა დაფიქსირდა, ერთმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
უწყების ცნობით, სუიციდის და თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევების უმეტესობა რეგიონებში ფიქსირდება.
ამასთან, თბილისში სიცოცხლე თვითმკვლელობით მამრობითი სქესის წარმომადგენელმაც დაასრულა, რომლის ასაკიც დაუდგენელია.