"დამკვეთიც სავარადუდოდ, პოლიტიკური სტატუსის მქონე პირია..." - ოთარ კახიძე პარლამენტში გენპროკურორის და სუს-ის უფროსის დაბარებას ითხოვს

16:12 02-04-2019
75

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოთარ კახიძემ ფარულ კადრებთან დაკავშირებით , კომიტეტის უმრავლესობის სახელით, პარლამენტში მთავარი პროკურორის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების საკითხი დააყენა.

მისი თქმით, არ არის საკმარისი გამავრცელებლების დაკავება.

"ფარული ჩანაწერი აშკარად  იყო პოლიტიკური ინტერესი და როდესაც არის პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც სავარადუდოდ პოლიტიკური სტატუსის მქონე პირია", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

"მე მაქვს ყოველდღიური კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული, ბოლომდე მიყვანილი და შეგვიძლია საპარლამენტო სხვადასხვა ფორმატიც გამოვიყენოთ იმისთვის,რომ უფრო მეტად ჩავიხედოთ ამ საკითხში", - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.