"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს, მოჭიდავეების პრობლემის გადასაჭრელად, ცხვარი დაკლან.
ამის შესახებ დეპუტატმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
"ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო სისტემა. ათასობით ადამიანის თვალწინ თავგაბზარული ევროპის ჩემპიონის სურათი ვიხილეთ და ის ადამიანი, რომელმაც მას თავი გაუტეხა, სასამართლომ გაანთავისუფლა 5 000 ლარიანი გირაოთი, როდესაც ახლა კირკიტაძე დავითი ციხეში ზის.
ძიუდოისტებმა იაპონიაში ერთმანეთს დაამტვრიეს თავყბა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოში წასულიყვნენ, მათ კარგი ხერხი იპოვეს, დაკლეს ცხვარი და ეკლესიამ შეარიგა. ამიტომ გირჩევთ, თუ ძიუდოისტების შერიგება ხდება რიტუალით, თუ ცხვრის დაკვლით, დაკალით 1 ცხვარი და გადაჭერით პრობლემა ჭიდაობის ფედერაციაში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.