52 წლის იტალიელი მილიონერი, ჯანლუკა ვაკი ინტერნეტსივრცის დაპყრობას განაგრძობს, ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულმა სახალისო, ცხოვრების ამსახველმა ვიდეოებმა, ჯანლუკა, ინტერნეტსივრცის ვარსკვლავად აქცია, ახალ ვიდეორგოლს, ისევე როგორც მის ყველა წინამორბედს, სოციალურ ქსელებში, დიდი გამოხმაურება აქვს.
საზოგადოების ყურადღება, ამჯერად, მილიონერთან ერთად გადაღებულმა, ახალგაზრდა ქალბატონის ფოტომ მიიპყრო. მოცეკვავე მილიონერი, ინსტაგრამზე, ახალ ფოტოს აქვეყნებს და შეყვარებულს, დაბადების დღეს ულოცავს.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი მილიონერი, ჯანლუკა ვაკი, რომელიც ცეცხლოვანი ცეკვებით გახდა ცნობილი, 2017 წელს, სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავებას, წინ მისი ქონების დაყადაღება უძღვოდა. იტალიური გაზეთი Corriere della Sera აღნიშნავს, რომ ჯანლუკას ბიზნესები არ ჰქონდა და აღებულ ვალსაც (10 მლნ ევრო), არ იხდიდა, ამიტომ ის, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გაზეთი ასევე წერდა, რომ მილიონერი, ჯანლუკა ვაკი კი არა, მისი ძმაა, რომლის შესახებ, არანაირი ანფორმაცია არ არის ცნობილი. იტალიელი ვარსკვლავი, 2018 წლის დასაწყისში, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ჯანლუკა ვაკი - Instagram-ის ვარსკვლავი გახდა, რომელსაც 10 მილიონამდე გამომწერი ჰყავდა. ვიდეორგოლი, სადაც ის, მეუღლესთან (ამჟამად უკვე ყოფილთან) ერთად იახტაზე ცეკვავს, მილიონობით ადამიანმა ნახა, რის შემდეგაც მას მოცეკვავე მილიონერი შეარქვეს. ვიდეორგოლმა, სადაც მომხიბვლელი მილიონერი, ახალგაზრდა მეუღლეს, ჯორჯია გაბრიელს ეცეკვება, სოციალურ ქსელში საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.
საბანკო კრედიტების და პრობლებების გამო, მოცეკვავე მილიონერი, ისე განაწყენდა, რომ ცეკვაც კი შეწყვიტა. მაგრამ ეს, მხოლოდ დროებით - ინსტაგრამზე, მისი ცხოვრება და გართობა, ისევ გრძელდება ერთადერთი, იმ ფაქტის გამოკლებით, რომ ის, მეუღლეს დაშორდა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ვაკი, რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ბანკის“ საახალწლო მუსიკალური ვიდეორგოლში მონაწილეობდა.
ცნობილ იტალიელს, ინსტაგრამზე, 11,5 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს - თაყვანისმცემელთა რიცხვი კი, ყოველდღიურად იზრდება.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები: