ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო - ექსპერტი

17:55 02-04-2019
951

მორაგბე მერაბ კვრიკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ  სხდომაზე სასამართლომ კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხა. 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა ემზარ გავაშელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება მერაბ კვირიკაშვილს არ შეეძლო.

აგრეთვე შსს-ოს საექსპერტო ბოუროს ექსერტმა ირაკლი სარდაძემ  განაცხადა რომ კვირიკაშვილს შეჯახების თავიდან აცილება კონკრეტულ შემთხვევაში არ შეეძლო. 

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად  მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

მომავალი სასამართლო პროცესი 22 თებერვალს 16:00 საათზე ჩაინიშნა.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე