პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ფარული კადრების გავრცელებაზე საუბრობენ, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
როგორც ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, წინა ხელისუფლებაზე არანაკლებ დანაშაულს სჩადის ახლანდელი ხელისუფლებაც, რომელიც ხელს აფარებს მათ.
დიდი ხანია, დავკარგე თქვენი იმედი. მე იმის იმედი მაქვს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა დაისჯებით, წინა რეჟიმის წარმომადგენლებიც და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ხელს აფარებთ წინა დამნაშავეებს.
არ ვიცით ჩვენ, ხვალ ვინ იქნება ამ ბოროტების მსხვერპლი კიდევ და ვინ დაიწყებს ისევ ირონიულ ღიმილს შიგადაშიგ ტელეეთერებში, რომ ეს რა მოხდა და ეს რა ტრგედიაა, რაც გავრცელდა. ყველასთან დაიჩოქებს ეს აქლემი, ამიტომ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ჩვენი მხრიდან, კანონის გამკაცრებაზე იქნება მაქსიმალური მოთხოვნა, და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გამავრცელებელი, ეს ჯგუფი, მთელი ეს ინდუსტრია... წინა რეჟიმით დავიწყოთ, ამ ბოკერიებით, კახიძეებით და დანარჩენებით, რომლებიც ცინიკურად ამ დარბაზში კიდევ ერთხელ ცდილობენ, თვალი აუხვიონ საზოგადოებას და ილაპარაკონ იმაზე, რომ თურმე თეთრი ხელთათმანებით იღებდნენ იმ კადრებს ”, - აცხადებს ირმა ინაშვილი.