ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის მწვავე გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 20 პირი გადის მკურნალობის კურსს.
ამის შესახებ“პრაიმტაიმს“ კლინიკის ჰოსპიტალურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.
"20 პაციენტიდან - 7 ბავშია. მათი ჯანმრთელობის მდგომარება დინამიკაში დამაკმაყოფილებელია. ბოლო დღეების მიმართვიანობა კი ასეთია -დღეში საშუალოდ 18-20 პაციენტი“,- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ორჟონიამ.
მისივე ინფორმაციით, ვირუსის გამწვავების პიკს თებერვლის ბოლოსკენ ელოდებიან, რისთვისაც საავადმყოფო პაციენტების მისაღებად სრულ მზადყოფნაშია.
თეა შონია