პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ავლაბრის რეზიდენციის გამოყენება კარგი იქნება მაღალი რანგის ვიზიტებისთვისაც - პრეზიდენტის პრესსპიკერი

13:54 02-05-2019
48

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ავლაბრის რეზიდენცია მაღალი რანგის ვიზიტებისთვის იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

„პრეზიდენტს აქვს სურვილი და წინადადება – იმ შემთხვევაში, თუ რეზიდენციას აქვს შესაძლებლობა, კარგი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსება, თუმცა ამისთვის უნდა იყოს შესაბამისი პარამეტრები და სტანდარტები. ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება აავლაბრის რეზიდენციისთვის მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის ფუნქციის დატოვება“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.