რას უკავშირების დანაშაულის ზრდის სტატისტიკას მინისტრის მოადგილე

16:03 02-05-2019
47

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების - ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება.

როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნული დანაშაულები არის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა.

კრიმინალის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ დანაშაულის ზრდა ძირითადად განპირობებულია გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით, თუმცა არსებობს ისეთი მიმართულებები, რომლებიც მოითხოვს სახელმწიფო უწყებების ერთობლივ მუშაობას.

„ქურდობასთან მიმართებით ისევე როგორც, მუქარასთან, იძულებასთან მიმართებით, ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით, ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. თუმცა, არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების მაგ; ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს რეალურად დღეს არის არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევა. ჩვენ 2018 წელს ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგით, არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ საკანონმდებლო თვალსაზრისით. კანონმდებლობა გავამკაცრეთ, მთელი რიგი ქმედებების კრიმინალიზაცია მოვახდინეთ. ამ პრობლემას ჩვენ ვებრძვით არა მარტო ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, არამედ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება, რომლის გასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის თავისი მანდატის ფარგლებში, ასევე, ამ პრობლემას ერთად უნდა ვებრძოლოთ ყველა უწყება - პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების სისტემა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ზომები. კრიმინალური ბუნების მქონე დანაშაულები არის გამოწვევა, მათ შორის ე.წ. „ქუჩურ მენტალიტეტთან“ დაკავშირებული დანაშაულები, რასაც აღიარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 2018- ში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადავდგით ნაბიჯები და 2019-შიც საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.