ინდოეთის მკვიდრმა, რაფაელ სამუელმა გადაწყვიტა, საკუთარ მშობლებს, მისი თანხმობის გარეშე გაჩენისათვის, სასამართლოში უჩივლოს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ქალაქ მუმბაიში(ბომბეი) მცხოვრები, 27 წლის რაფაელ სამუელი, ანტინატალისტური მოძრაობის წევრია. მისი თანამოზარეები მიიჩნევენ, რომ ადამიანები არ უნდა გამრავლდნენ, რაგდან ბავშვებს, ამ ქვეყნად უამრავი განსაცდელი ელის. სამუელი, ბავშვის გაჩენას და აღზრდას, გატაცებასა და მონობას“ ადარებს.
რაფაელმა ინფორმაცია, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. მან ასევე აღნიშნა, რომ მშობლებთან, არაჩვეულებრივი ურთიერთობები აქვს:
ჩვენ არაჩვეულებრივად ვუგებთ ერთმანეთს, თუმცა ცხადია, რომ თავიანთი სიამოვნებისთვის გამაჩინეს”- ამბობს სამუელი.
იხ. ფოტოები და ვიდეორგოლი: