4-6 თებერვალს ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

17:52 02-05-2019
516
თეგები: ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-6 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

7 თებერვალს დღისით ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვალს 16  გრადუსამდე მოიმატებს.