რუსეთის ეკლესიაც კაენის ცოდვით აღმოჩნდა შეპყრობილი - ამის შესახებ მეუფე პეტრემ გადაცემა "რეაქციაში" უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ამ მოვლენას, რომელსაც სიხარულით უნდა შეხვედროდა მართლმადიდებელი სამყარო, მათ შორის რუსეთის ეკლესიაც, კაენიც ცოდვით აღმოჩნდა შეპყრობილი, მუქარის ენით დაიწყო საუბარი და გადადგა არასასურველი და არადეკვატური ნაბიჯი, როდესაც ზიარების მოხსენიება შეწყვიდა და ზიარების კავშირი გაწყვიტა მსოფლიო საპატრიარქოსთან. თუმცა ამის საპასუხოდ, მსოფლიო საპატრიარქო მოიქცა ბევრად უფრო ქრისტიანულად და ღირსეულად და დღემდე იხსენიებს რუსეთის ეკლესიას და მის პირველ იერარქს" - განაცხადა მეუფე პეტრემ.