ჭიდაობის ფედერაციაში არსებული პრობლემებისა და სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დეტალებს ევროპის ორგზის ჩემპიონი დღეს სახალხო დამცველს გააცნობს. შეხვედრა ნინო ლომჯარიას ინიციატივით, სახალხო დამცველის ოფისში, 12:00 საათზე შედგება.
„მოველი დახმარებას, რა თქმა უნდა. ყველასგან მოველი დახმარებას. მთავარი თემა, ალბათ, არის ჭიდაობასთან დაკავშირებული ჩემი პრობლემები და ზოგადად, ფედერაციაში არსებული სიტუაცია,“ - ამბობს ზურაბ დათუნაშვილი.
ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირებული ზურაბ დათუნაშვილი გუშინ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილისგან მან პირობა მიიღო, რომ ფედერაციაში არსებული პრობლემები გადაიჭრება და სამინისტროსთან ერთად უწყებაში მოკვლევა დაიწყება.