საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე უპასუხისმგებლობად მიიჩნევს.
დაკავებული დეკანოზის ძმა ამბობს, რომ ამ განცხადებიდან აშკარად ჩანს მუქარა და ზეწოლა იმ პირებზე, რომლებიც მზად იყვნენ გიორგი მამალაძე ეზიარებინათ და აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
საპატრიარქოს გუშინდელი განცხადების თანახმად, ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ ის მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს. თუმცა, პატრიარქის თქმით, ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა.
„რაც შეეხება იმას, "თუ ვინმე შევა და აზიარებსო" ეს არის ჩემი აზრით მუქარის შემცველი სიტყვები. დღეს დამიბარა საპატრიარქოში მეუფე ანდრიამ, მითხრა, რომ ეს კარავი ამეღო, წამეღო ქალაქ ბათუმში მეუფე დიმიტრისთან და იქ გამემართა საპროტესტო აქცია,“ - ამბობს მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე.