მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის 18 წლის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, საკონკურსო პროექტის პერსონა ფოტოსესიაზე პოზირებდა, რომელიც Photo by Disaparaitre - Beauty studio Rebelle-ის სააგენტომ, რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოსტუდიის ინფორმაციით, პროექტი ''პერსონა'', ყველა უნიკალურ და საინტერესო პიროვნებას ეძღვნება, რომლებსაც არ ეშინიათ სიახლეების და ყოველდღე, საკუთარი თავის განვითარების პროცესში არიან.
შორენამ, ულამაზესი ქალიშვილის ფოტო, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში, უამრავი კომენტარი მოჰყვა:
შორენა, ეს შენი გოგო ისე იცვლება ყოველ ჯერზე... და სულ ლამაზი და უმშვენიერესი ხდება“ - წერს საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.
„ძალიან დაგემსგავსა, ძალიან. ჩვენი პატარა ევა გაიზარდა“, - წერენ შორენას მეგობრები.
შეგახსენებთ, რომ ევა ბარბაქაძე, 2016 წლის 25 აპრილს, საცხოვრებელი კორპუსის, მეხუთე სართულიდან, შემთხვევით გადმოვარდა, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა. გაუსაძლისი ტკივილების გამო, ევა, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს, სადაც მას, არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. მას შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს, ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთში გადიოდა, სადაც რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციების შემდეგ, ევამ, ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გაიარა.
იხ. ფოტოკოლაჟი: