გიორგი მარგველაშვილი ლექციებს კითხულობს

12:22 02-06-2019
265

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. გიორგი მარგველაშვილი GIPA-ში თემაზე პოლიტიკა სალექციო კურსს კითხულობს. როგორც სასწავლებლის ვებგვერდზეა მითითებული, კურსის მიზანი პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გაცნობა და პარალელურად, მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ანალიზი და შეფასებაა.

  კურსზე განხილული იქნება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა ინდივიდის როლი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესის ფორმირების პროცესში, სამართლიანობის, თანასწორობის, თავისუფლების, ძალთა ბალანსისა და გადანაწილების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეროვნული მთლიანობის, მრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსტიტუციონალიზმის, ეროვნული მედეგობის და სხვა საკითხები.  წერია გიორგი მარგველაშვილის სასწავლო კურსის აღწერაში. 

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ საგანმანათლებლო საქმიანობას განახლებული იმიჯით შეუდგა.

გიორგი მარგველაშვილის ფოტოებს სალექციო კურსიდან GIPA საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

ავტორი: თამარ ტომარაძე