ისანში ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაცვლილი ძმების ბინა დაკრძალვის დღეს გაქურდეს

13:19 02-06-2019
3869
თეგები: გორი

ქეთევან წამებულზე, ბუნებრივი აირით დეტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ძმები ყაზაიშვილების ბინა მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს.

პრაიმტაიმის ინფორმაციით, შემთხვევა გორში ვერხვების დევნილთა დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სახლიდან ქურდებმა თანხა - 235 ლარი წაიღეს. 4 ჩანთა გაჩხრიკეს და 3 ჩანთაში ნახეს თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

თბილისში, ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზით შვიდი ადამიანი 31 იანვარს გარდაიცვალა. სახლში CO (გაზის ნამწვი) დაგროვდა და გარდაცვალების მიზეზი ეს გახდა.

 

 

მახო მიქელაძე