ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

14:24 02-06-2019
185

შვილმკვდარ მამებს - ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს პროკურატურის ეზო, სადაც ისინი 12:00 საათიდან იმყოფებოდნენ, დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მისი ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა, რამაც სარალიძე გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

ზაზა სარალიძეს გატეხილი აქვს თავი. ამჟამად პროკურატურასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

მანამდე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მას პროკურატურაში სამშაბათს ელოდებიან.