„ბიძინა ივანიშვილმა დღეს თქვა, რომ დავასრულოთ საჯარო დისკუსია და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს,“ - ამის შესახებ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, დღეს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი. მან თქვა, რომ ნუ შევალთ დეტალების განხილვაში - ვინ მართალია, ვინ - არა, ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო და მოდით, დავასრულოთ ეს საჯარო დისკუსია, კონფლიქტიც და შიგნით ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, კარგია, რომ შიგნით ვისაუბროთ, რა თქმა უნდა სწორია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. ეს არის ღირებულებათა და ფასეულობათა კონფლიქტი, მე ასე ვხედავ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.