იორდანიის დედოფალი, 48 წლის რანია, დიდი ხანია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია - ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური და მიმზიდველი ქალბატონი, მოდის მიმდევრებს, გლამურული გარდერობით ხიბლავს. 4 შვილის დედა, იორდანიის მეფის აბდულა II-ს მეუღლეა. რანია, აქტიურადა არის ჩართული კამპანიაში, რომელიც ბავშვებზე ზრუნავს. ცნობილია, რომ დედოფალი, სოციალური ქსელების მომხარებელია და ფეისბუქისა და ტვიტერის წყალობით სხვადასხვა საკითხს, ხშირად ეხმიანება.
იორდანიის დედოფალი, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური ვიზიტით, ტუნისში იმყოფებოდა, რომლის ფოტოკოლაჟი, ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ინფორმაცია, ამის შესახებ, დიზაინერის ფეისბუქის გვერდმაც - Dalood გაავრცელა.
ოფიციალური ვიზიტის დროს, რანია, ქართული ბრენდის Dalood-ის სამოსში პოზირებდა, რომელიც მოსკოვში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, ბრენდი „დალოოდის“ შემოქმედებით დირექტორის, მაკა კვიციანის ბრენდია.
ტუნისის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან შესახვედრად, დედოფალმა რანიამ, Dalood-ის ცისფერი კაბა შეარჩია.
იორდანიის დედოფლის გარდერობში, ქართველი დიზაინერის სამოსი, მეორედ მოხვდა. გასული წლის ზამთარში, დედოფალი რანია, მაკედონიის პრეზიდენტის და პირველი ლედის ოფიციალურ მიღებაზე, Materiel Tbilisi-ის ელეგანტური კაბაში პოზირებდა, რომელიც ბრენდის უახლესი კოლექციიდან იყო - Materiel Tbilisi-მა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოადგინა და როგორც ჩანს, პოდიუმიდან პირდაპირ დედოფლის ტანზე მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი დიზაინერი, მაკა კვიციანი, ქართული ბრენდი Dalood-ის, შემოქმედებით დირექტორია. მან, 2014 წელს მოსკოვში, ქართველ დიზაინერთა კონცეპტუალური მაღაზია გახსნა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და საზოგადოების დიდი ნაწილი, Dalood“-ის ბრენდის აქტიური მომხმარებელია.
იხ. ფოტოკოლაჟი: