ზაზა სარალიძე პროკურატურაში შეუშვეს

16:12 02-06-2019
594

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, რომელიც პროკურატურაში შესვლას 12:00 საათიდან ითხოვდა, რამდენიმე წუთის წინ შენობაში შეუშვეს.

ის უწყებაში მის უფლებადამცველთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად შევიდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ შეხვდება შვილკმვდარ მამას.

მანამდე, ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოში შევიდა, საიდანაც ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მისი ეზოდან გაყვანას რამდენიმე სამართალდამცველი ცდილობდა.

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანამ გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ზაზა სარალიძეს გატეხილი აქვს თავი. ზაზა სარალიძესთან ერთად ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.