"პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა" - მამუკა მდინარაძე

17:02 02-06-2019
43

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარტიიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უმრავლესობის სხდომაზე ისაუბრეს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე და სამომავლო გეგმებზე.

დღეს საუბარი ბევრ თემაზე იყო. მათ შორის ვისაუბრეთ სასამართლოსა და მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე გარკვეულ პრინციპებზე შეთანხმდნენ, რომ გუნდური თამაშის წესები მაქსიმალურად უნდა დაიცვან.

არავის გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. გარკვეულ თემებზე ვისაუბრეთ და რამდენიმე დღეში დეტალებს გადავწყვეტთ. შეთანხმების საგანი იყო შიდაპარტიული თემები და რამდენიმე საკითხსა და გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით,რომ გუნდური თამაშის წესები მაქსიმალურად უნდა დავიცვათ, გამომდინარე იქიდან,რომ გუნდის შიგნით მეტი უნდა ვიმუშაოთ და პოზიციები უფრო შევაჯეროთ, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.