ანა არღანაშვილი: "მალე აღარავინ დარჩება ვინც ამ საქმეს გააკეთებს".. რა ხდება სოციალური მომსახურების სააგენტოში?

18:16 02-06-2019
386

არასამთავრობო ორგანიზაცია: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი სოციალურ ქსელში სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. 

სოციალური მუშაკები წერენ განცხადებებს და ტოვებენ სამსახურს. მალე აღარავინ დარჩება ვინც ამ საქმეს გააკეთებს. სოციალური მომსახურების სააგენტო სრულიად უმოქმედოა. დაიქცა ქვეყანა, ქალბატონო სოფიო და თქვენ ისევ ძვირადღირებულ პრეზენტაციებს მართავთ ბავშვთა უფლებებზე ძვირფას სასტუმროებში და კრიტიკის მოსმენა არ გინდათ. წერს ანა არღანაშვილი.           ავტორი: თაკო ტომარაძე