გიორგი მამალაძის ოჯახი პროტესტს აგრძელებს

10:40 02-07-2019
54

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოს მხრიდან მსჯავრდებული სასულიერო პირის ზიარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას ითხოვენ. 

გუშინ პატიმარი გიორგი მამალაძის ზიარებისთვის მზადყოფნა მისმა მოძღვარმა, ნოკოლოზ გიგითაძემ გამოთქვა. დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქო ცდილობს პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას.

აქციის გაგრძელებაზე საუბრობს დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია და განმარტავს, რომ არცერთ მაღალი რანგის სასულიერო პირს მამა გიორგის ზიარებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.

დეკანოზის ოჯახმა კარვები საპატრიარქოსთან სამი დღის წინ გაშალა.