ამ წუთებში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ ყაველაშვილს ხვდება.
შეხვედრა საქართველოს პარლამებტში მიხეილ ყაველაშვილის ინიციატივით იმართება. გეგა გეგეშიძე და მიხეილ ყაველაშვილი 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ორი დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსაც შეხვდა და მისი პოზიცია მოისმინა.
ირაკლი გოგვაძე