"არ დავთმობთ ქართულ მიწა - წყალს“ - ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება (ვიდეო)

11:43 02-07-2019
67
თეგები: აქცია

მთიანი რეგიონების თემთა, ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარისა და პანკისის წარმომადგენლები საქართველოში დაგეგმილი ჰესები წინააღმდეგ აქციას მართავენ. 

ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია ლერმონტოვის ქუჩაზე იმართება. 

როგორც პრაიმტაიმს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მანანა საღლიანმა განუცხადა, აქციის მონაწილეებმა, შესაძლოა პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართონ.

ჩვენ არ დავუშვებთ ჰესების მშენებლობას. ადამიანები სულელები არ ვართ, ვიცით, რომ არ ამართლებს ეს ჰესები, ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა დარიალს. ამათ აქვთ გეგმა, რომ უცხოელებმა დაიმკვიდრონ საქართველოს მიწა - წყალი. ჩვენ არ დავთმობთ ქართულ მიწა - წყალს. გადავკეტავთ გზებს და მივიღებთ კატეგორიულ ზომებს“, - განაცხადა მანანა საღლიანმა.

რეგიონების თემთა წარმომადგენლებს უერთდებიან გარემოსდაცვითი და უფლებედამცველი ორგანიზაციები, მათ შორის მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).